პროექტის მთავარი მიზანი გაციფრულების გზით მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქტიულობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაა. ასევე, პროექტის კონკრეტული მიზნები მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ გაციფრულების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების გაზრდას და მათი ბიზნეს პროცესების ყოველდღიურ მართვაში ციფრული ინსტრუმენტების მეტად ჩართულობას.
მცირე და საშუალო საწარმოების გაციფრულების მხარდაჭერა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი სამწლიანი პროექტია. ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და სააგენტოს რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის ფარგლებში.
პროექტი ითვალისწინებს გაციფრულების სარგებლიანობის შესახებ მცირე და საშუალო მეწარმეთა ცნობიერების ამაღლებას, მათი ციფრული უნარების გაუმჯობესებას და ციფრული ინსტრუმენტის/გადაწყვეტის შესაძენად და დასანერგად 25,000 ლარამდე ოდენობის გრანტის გაცემას.
მიმდინარე